The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ლეტელიე

დაბადების თარიღი:1780
გარდაცვ. თარიღი:1840  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი.

1829–1832წწ. იყო საფრანგეთის საკონსულოს მდივანი თბილისში, აგრეთვე ეწეოდა საზოგადოებრივ და სამეცნიერო მოღვაწეობას. თანაუგრძნობდა საქართველოს 1832 წლის შეთქმულების ორგანიზატორებს, დაახლოებული იყო მოწინავე ქართულ საზოგადოებასთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სამეცნიერო-ლექსიკოგრაფიული მოღვაწეობა. მან შეადგინა საყურადღებო ნაშრომი "ფრანგული გრამატიკა ქართულად ახსნილი" (ავტორი კარგად ფლობდა ქართულ ენას), მასვე შეუდგენია ფრანგულ-ქართული ლექსიკონი. ჰქონდა ქართული ხელნაწერი წიგნების მდიდარი კოლექცია (1725 გადაწერილი კრებული, დავით რექტორის მიერ 1782 გადაწერილი "ომანიანი", იოანე იალღუზისძის მიერ 1812 გადაწერილი ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონი და სხვ.), რომლებიც ამჟამად პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაშია დაცული. მას ახლო სამეცნიერო ურთიერთობა ჰქონდა პეტერბურგში მყოფ თ. ბაგრატიონთან, აგრეთვე ცნობილ ფრანგ ქართველოლოგ მ. ფ. ბროსესთან. მან ფეხით მოიარა იმერეთი. მისი მეუღლე მადამ რავერჟი ა. ჭავჭავაძის შვილების მასწავლებელი იყო. ფრანგი დიპლომატი და ლექსიკოგრაფი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.347


გააზიარე: