Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ ლეტელიე![]()
Biographyდაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი. 1829–1832წწ. იყო საფრანგეთის საკონსულოს მდივანი თბილისში, აგრეთვე ეწეოდა საზოგადოებრივ და სამეცნიერო მოღვაწეობას. თანაუგრძნობდა საქართველოს 1832 წლის შეთქმულების ორგანიზატორებს, დაახლოებული იყო მოწინავე ქართულ საზოგადოებასთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სამეცნიერო-ლექსიკოგრაფიული მოღვაწეობა. მან შეადგინა საყურადღებო ნაშრომი "ფრანგული გრამატიკა ქართულად ახსნილი" (ავტორი კარგად ფლობდა ქართულ ენას), მასვე შეუდგენია ფრანგულ-ქართული ლექსიკონი. ჰქონდა ქართული ხელნაწერი წიგნების მდიდარი კოლექცია (1725 გადაწერილი კრებული, დავით რექტორის მიერ 1782 გადაწერილი "ომანიანი", იოანე იალღუზისძის მიერ 1812 გადაწერილი ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონი და სხვ.), რომლებიც ამჟამად პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაშია დაცული. მას ახლო სამეცნიერო ურთიერთობა ჰქონდა პეტერბურგში მყოფ თ. ბაგრატიონთან, აგრეთვე ცნობილ ფრანგ ქართველოლოგ მ. ფ. ბროსესთან. მან ფეხით მოიარა იმერეთი. მისი მეუღლე მადამ რავერჟი ა. ჭავჭავაძის შვილების მასწავლებელი იყო. ფრანგი დიპლომატი და ლექსიკოგრაფი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.347
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |