შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ცაგარეიშვილი-ჭავჭავაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1952 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი აკადემიკოს გიორგი ახვლედიანისა და ლენინგრადელი პროფესორების - ა. ფრეიმანისა და ა. ბარანიკოვის ხელმძღვანელობით; 1957-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში; 1960 წლიდან იყო აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი-თანამშრომელი, 1995 წლიდან აზია-აფრიკის ინსტიტუტის ლექტორი, პროფესორი. იგი აქტიურად თანამშრომლობდა ლენინგრადისა და მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებთან; თინათინ ცაგარეიშვილი–ჭავჭავაძის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომებია: "სატირა ფირდოუსის შემოქმედებაში", "სახელთა თხზვა ახალ სპარსულ ენაში" (მონოგრაფია), "იური მარის სპარსულ-რუსული ლექსიკონის მასალები" (ვრცელი გამოკვლევითა და მასალებით), კალიდასას "მეგჰა-დუტას გამოკვლევა და კომენტარები" (პოემის სანსკრიტულ-ქართული ლექსიკონი). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტატჰურუშა (ლიტერატურული კომპოზიტები) ინდურ-ირანულ ენებში", დაიცვა 1954; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სახელთა თხზვა ახალ სპარსულ ენაში", დაიცვა 1986 წელს (მოსკოვი). ნიკო ჭავჭავაძის მეუღლე, საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის დედა. აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი. წყარო: Scientist Women – მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |