The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლარისა კევლიშვილი

ლარისა კევლიშვილი
Date of birth:4 November, 1937  (87 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტრუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1966 წელს.  

1961-1962 წლებში იყო ბორჯომის ბავშვთა დრამატული წრის ხელმძღვანელი; 1967 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია; თამაშობდა სახასიათო და ეპიზოდურ როლებს, რომელთაგან აღსანიშნავია: ვირჟინი (ე. ლაბიშის "ჩალის ქუდი"), ელიკო (ლ. ქიაჩელის "გვადი ბიგვა"), ელზა (ა. მილერის "სეილემის პროცესი"), მოსწავლე (მ. პანიოლის, პ. ნივუას "ტოპაზი"), ჟუჟუნა (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), გლეხის გოგო (სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა"), გულიკო (ა. ჩხაიძის "დაბრუნება"), გოგონა (მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"), სტუმარი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), ხატისქალი (ი. ცურტაველის "შუშანიკის მარტვილობა"), მოქალაქე, მოსამსახურე (უ. შექსპირის "რიჩარდ III", "რომეო და ჯულიეტა"), პანოპე (ჟ. ანუის "ფედრა") და სხვა. გადაღებულია ფილმში: "ძაღლის ყნოსვა".

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.101; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge


Share: