| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირა ორჯონიკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია (ხელმძღვანელი დ. ჯავრიშვილი). სტუდიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თეატრის საბალეტო დასში მოცეკვავე მსახიობად. მონაწილეობდა ბევრ ქართულ საბალეტო და საოპერო სპექტაკლებში. 1958-1964 წლებში მუშაობდა ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის გამგედ, პარალელურად მუშაობდა ქორეოგრაფად სხვადასხვა თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ წრესა და ანსამბლში. აქტიურად მონაწილეობდა სარატოვის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზ. ფალიაშვილის ოპერა "დაისის" დადგმაში. ი. ორჯონიკიძემ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა 1957 წლის საქართველოს ახალგაზრდობის I რესპუბლიკური ფესტივალისა და ამავე წელს მოსკოვის სტუდენტი - ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის მომზადებისა და წარმატებით ჩატარების საქმეში. მისი წარმატებული საქმიანობა მრავალჯერ იქნა დაფასებული დიპლომებითა და ქებისა და საპატიო სიგელებით. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.105; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988., გვ.243-244 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

