The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირა ორჯონიკიძე

ირა ორჯონიკიძე
Legal name:ირაკლი ორჯონიკიძე
Date of birth:15 November, 1917
Date of death:5 December, 1965  (at 48 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია (ხელმძღვანელი დ. ჯავრიშვილი).

სტუდიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თეატრის საბალეტო დასში მოცეკვავე მსახიობად. მონაწილეობდა  ბევრ ქართულ საბალეტო და საოპერო სპექტაკლებში. 1958-1964 წლებში მუშაობდა ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის გამგედ, პარალელურად მუშაობდა ქორეოგრაფად სხვადასხვა თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ წრესა და ანსამბლში. აქტიურად მონაწილეობდა სარატოვის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზ. ფალიაშვილის ოპერა "დაისის" დადგმაში. ი. ორჯონიკიძემ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა 1957 წლის საქართველოს ახალგაზრდობის I რესპუბლიკური ფესტივალისა და ამავე წელს მოსკოვის სტუდენტი - ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის მომზადებისა და წარმატებით ჩატარების საქმეში. მისი წარმატებული საქმიანობა მრავალჯერ იქნა დაფასებული დიპლომებითა და ქებისა და საპატიო სიგელებით.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.105; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988., გვ.243-244

Awards and Honors

  • 1957 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: