The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე თანდაშვილი

ალექსანდრე თანდაშვილი
დაბადების თარიღი:1971
გარდაცვ. თარიღი:8 აგვისტო, 2008  (37 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი.
სწავლობდა ფიზკულტურის ინსტიტუტში (ვარჯიშობდა ძიუდოში).
მონაწილეობდა 1989 წლის 9 აპრილის აქციაში, სადაც მოიწამლა. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. ომის შემდეგ სასაზღვრო ჯარში დაიწყო მუშაობა. აფხაზეთში ნაომარი მებრძოლების თაოსნობით ჩამოყალიბდა სასაზღვრო ჯარის სწრაფი რეაგირების რაზმი – "მოტომანი", რომელიც საქართველოს საზღვრებს იცავდა, ასევე მსახურობდა სპეციალური დანიშნულების რაზმ "ალფაში". იყო სასაზღვრო ჯარში ასმეთაური. ალექსანდრე თანდაშვილს ვაზიანში მუშაობა ომამდე სულ რაღაც 2 თვით ადრე დაუწყია. ერაყში ყოფნისას გაიცნო და დაუმეგობრდა ერეკლე ყულოშვილს, რომელმაც ვაზიანში გადასვლა შესთავაზა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადასულა კიდეც. მე-4 ქვეითი ბრიგადის კაპიტანი. 2023 წლის მაისში თბილისის 32-ე საჯარო სკოლას აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების, ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა.
წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.65-66; საზოგადოებრივი მაუწყებლი: 1tv.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: