The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მურადაშვილი

გიორგი მურადაშვილი
Date of birth:1984
Date of death:9 August, 2008  (at 24 years)
Burial location:სოფელ სკრის სასაფლაო, გორის რაიონი
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაამთავრა გორის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

მეორე კურსიდან უკვე სტაჟიორად მუშაობდა პოლიციაში, საგამოძიებო ნაწილში გამომძიებლის თანაშემწედ; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში შესთავაზეს სტაჟიორად მუშაობა, მაგრამ სამხედრო ბილეთის უქონლობის გამო შეეშალა ხელი; დედისერთა იყო და გაწვევა არ ეხებოდა; ტესტირება წარმატებით გაიარა დაცვის პოლიციაში, მაგრამ მალე გორში სატანკო ბატალიონში გამოცხადდა ტესტირება, სადაც ჩააბარა; ჩაირიცხა სატანკო ბატალიონში. სატანკო ბატალიონში გამნაღმველთა ბატალიონში მოხვდა, შემდეგ საინჟინრო ბატალიონში გადაიყვანეს, შემდეგ საწყობიც ჩააბარეს (სანივთე საწყობი ებარა). ჯარში სულ 2 წელი იმსახურა. სწავლის გაგრძელებას სამხედრო აკადემიაში აპირებდა. დაიღუპა გორის სატანკო ბაზის დაბომბვისას. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.127-128

Awards and Honors

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

Share: