The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლაშა თავართქილაძე

ლაშა თავართქილაძე
Date of birth:25 August, 1980  (44 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ხულოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს; იუსტიციის უმაღლესი სკოლა 2013 წელს; 2002 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; ჩააბარებული აქვს: ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა (2006); ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალობით 2006); მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 2007).

2002-2006წწ. - ქობულეთის რაიონის სანოტარო ბიურო, კონსულტანტი; 2007 წელს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, მთავარი სპეციალისტი; 2007-2012წწ. -  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მოსამართლის თანაშემწე; 2013-2014წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლო, კონსულტანტი; 2014-2018წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში; 2018 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2018-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019-2021წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2021 წლის მარტიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: