The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა დარასელია

ნანა დარასელია
Date of birth:28 April, 1977  (47 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის - "იბერიას" იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1998 წელს; თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინქრონული თარგმნის განყოფილება, ინგლისური ენის სპეციალობით 2001 წელს; 1999 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი და სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2002-2003წწ. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მთავარი სპეციალისტი; 2003-2004წწ. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2004-2005წწ. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსი; 2005-2007წწ. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს აპარატის უფროსი; 2006-2007წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტი; 2007-2010წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებულ იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად; 2010-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის ივლისიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: