The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანუჩარ კაპანაძე

მანუჩარ კაპანაძე
Date of birth:29 January, 1974  (51 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს.

1996 წელს - საქართველოს უზენაეს სასამართლოში საერთო განყოფილების ექსპედიტორი; 1997-2002წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხდომის მდივანი; 2002-2005წწ. - ამავე სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2003-2004წწ. -  საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის დადგენილებით თბილისის რაიონულ და საოლქო სასამართლოებში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისას კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრი; 2005-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2010 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე. 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: