Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ გვენეტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. პატარა ასაკის მიუხედავად, სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა; სურდა მალე მიეღწია ოფიცრის წოდებისთვის და მერე კიდევ უფრო სერიოზული და საინტერესო მიზნები დაესახა; გაიარა სპეციალური სამხედრო მომზადება და სამშვიდობო მისიით გაემგზავრა ერაყში; საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-13 ქვეით ბატალიონში მსახურობდა; 2008 წლის 2 მაისს ერაყის პროვინცია დაილაში სამხედრო პატრულირების დროს, თავის თანამებრძოლ გიორგი მარგიევთან ერთად თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. 2015 წელს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფასადზე ზურაბ გვენეტაძის მემორიალური დაფა გაიხსნა. კაპრალი. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.329 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |