Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაკარ გაჩეჩილაძე (დეკანოზი)![]()
Biographyმაკარ გაჩეჩილაძე იყო სოფელ წევის ეკლესიის დეკანოზი. მან 1867 წელს დააარსა ეკლესიასთან არსებული სამრევლო სკოლა. 45 წელი იყო ამ ეკლესიის დეკანოზი და სკოლის გამგე. მაკარ გაჩეჩილაძე, როგორც სასულირო პირი ძირულასთან გაჩერებულ მატარებელში, დასახვრეტ ხალხთან ერთად იყო, იგი შემთხვევით მისმა ნამოწაფარმა გაათავისუფლა. XX საუკუნის 30-იან წლებში, როცა სოფელ წევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დახურეს მისი წინამძღვარი მამა მაკარი იძულებული გახდა, თბილისში გადმოსულიყო, ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. მიუხედავად დევნისა და რეპრესიებისა, მას არასოდეს გაუხდია ანაფორა. საშინელი შიმშილობის და გაჭირვების დროს, დიდი სამამულო ომის პერიოდში, არც უფიქრია, წიგნები ან საბუთები, რომლებიც გაჩეჩილაძეთა სასულიერო წოდების საგვარეულო ბიბლიოთეკაში ინახებოდა და რამდენიმე თაობას ეკუთვნოდა, გაეყიდა. ღვაწლმოსილი დეკანოზი მაკარი გაჩეჩილაძე 83 წლის ასაკში მშვიდობიანად აღესრულა 1942 წელს. აღმსარებელი. წყარო: დეკანოზი მაკარი გაჩეჩილაძე : 1859-1942 // XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა. ტ.1 / გ. მაჩურიშვილი; ლ. ტოგონიძე. -თბ.,2012.-გვ.218-225
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |