Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ ლომიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა 2003 წელს; 2006 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში სამოქალაქო სამართლის სპეციალობაზე, მუშაობდა თემაზე "სამოქალაქო უფლებათა დაცვა". 2000-2002წწ. - ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში; 2002-2003წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწე; 2003-2007წწ. - ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი; 2007 წლის ივნისიდან ნოემბრამდე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანაშემწე; 2007-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2010-2012წწ. მივლინებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2012 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2012-2019წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2019 წლის ივნისიდან უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში; 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; ჟურნალ სამართალში გამოქვეყნებული აქვს სტატია "მტკიცებულებათა შეფასება''. არის საერთო სასამართლოების მოხელეთა ეთიკის კოდექსისა და მისი კომენტარების ერთ-ერთი ავტორი. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |