The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პოლიკარპე კევლიშვილი

პოლიკარპე კევლიშვილი
Date of birth:1894
Date of death:1 October, 1937  (at 43 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დვირი, ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა დუშეთის პრაპორშჩიკთა სკოლის კურსები 1916 წელს. 

1915 წელს მობილიზებული იყო რუსეთის იმპერიის არმიაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში; 1918-1921წწ. იყო საქართველოს ჯარის პორუჩიკი, მეტყვიამფრქვეველთა რაზმის უფროსი; 1921 წლის მარტიდან მსახურობდა წითელ არმიაში; 1921-1922წწ. იყო აფხაზეთის საგანგებო კომისიის განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის მეთაური, გორის მაზრის სამხედრო კომისრის თანაშემწე; 1924 წლის მაისიდან მე-3 ქართული მსროლელი პოლკის ბატალიონის უფროსი; 1926 წლიდან მე-4 ქართული მსროლელი პოლკის უფროსის თანაშემწე და სამხედრო კომისარი; 1931 წლიდან  კავკასიის წითელდროშოვანი არმიის შტაბის მე-5 განყოფილების უფროსის მოადგილე; 1932 წლიდან იმავე განყოფილების უფროსი; 1933 წლიდან კავკასიის წითელდროშოვანი არმიის შტაბის სამხედრო მომზადების განყოფილების უფროსი. 1935 წლის თებერვალში დაინიშნა 1-ლი კავკასიური (შემდეგში მე-9 წითელდროშოვანი) სამთო-მსროლელი დივიზიის მეთაურად. 1937 წლის ივლისში დააპატიმრეს სამხედრო შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით და მოგვიანებით დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს. ბრიგადის მეთაური (კომბრიგი,1935).

წყარო: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge

Awards and Honors

  • 1936 - წითელი დროშის ორდენი
  • 1931 - შრომის წითელი დროშის ორდენი (საქართველოს სსრ)

Share: