The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან მუმლაძე

ლევან მუმლაძე
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1983  (43 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2004 წელს, მაგისტრატურა 2006 წელს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტრანტურა და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი 2013 წელს.

 2003-2006წწ. მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის უხერხემლო ცხოველთა ლაბორატორიის ლაბორანტად; 2006-2010წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწედ; 2010-2015წწ. ილიას უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარად; 2015-2018წწ. ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად; 2018-2025წწ. ამავე უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად, ხოლო 2025 წლიდან მუშაობს ილიას უნივერსიტეტის სრულ პროფესორად; 2019 წლიდან ასევე იკავებს ილიას უნივერსისტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას; ლ. მუმლაძის სამეცნიერო კვლევით ინტერესებში შედის კავკასიის რეგიონის ცხოველთა სამყაროს ინვენტარიზაცია, ცხოველთა სისტემატიკა, ფილოგეოგრაფია, ინვაზიური ბიოლოგია, თანასაზოგადოებების ეკოლოგია და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია; გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში; მისი ავტორობით აღწერილია 30-ზე მეტი, მეცნიერებისათვის ახალი სახეობა მოლუსკებში, ფეხსახსრინაებსა და თევზებში; 2022 წელს ილიას უნივერსიტეტის და საერთაშორისო გამომცემლობა პენსოფტის თანამშრომლობის შედეგად დაარსა ჟურნალი, კავკასიის და მიმდებარე რეგიონების ბიომრავალფეროვნების კვლევების შესახებ - Caucasiana (caucasiana.pensoft.net) და იკავებს ჟურნალის მთავარი ედიტორის (რედაქტორის) პოზიციას. ბიბლიოგრაფია: Shell size differences in Helix lucorum Linnaeus, 1758 (Mollusca: Gastropoda) between natural and urban environments. (ავტორი) Turkish Journal of Zoology (2013) 37:1–6 (doi.org)Sympatry without co-occurrence: Exploring the pattern of distribution of two Helix species in Georgia using an ecological niche modelling approach. (ავტორი) Journal of Molluscan Studies (2014) 80(3):249–255 (doi.org); Beyond elevation: Testing the climatic variability hypothesis vs. Rapoport’s rule in vascular plant and snail species in the Caucasus. Biological Journal of the Linnean Society (2017) 121(4):753–763 (doi.org)New alien species Mytilopsis leucophaeata and Corbicula fluminalis (Mollusca, Bivalvia) recorded in Georgia and notes on other non-indigenous molluscs invaded the South Caucasus. Vestnik Zoologii (2019) 53(3):187–194 (zenodo.org)Endemic land molluscs in Georgia (Caucasus): how well are they protected by existing reserves and national parks? Journal of Molluscan Studies (2014) 80(1): 67–73 (doi.org)The land snail family Clausiliidae (Gastropoda, Pulmonata, Stylommatophora) in Georgia: overview, novel records and a new species. Caucasiana (2023) 2, 29–61 (doi.org)Faunal biodiversity research in the Republic of Georgia: a short review of trends, gaps, and needs in the Caucasus biodiversity hotspot. Biologia (2020) 75(9):1385–1397 (doi.org); Risk of invasiveness of non-native fishes in the South Caucasus biodiversity and geopolitical hotspot. NeoBiota (2022) 76:109–133 (doi.org); Compositional patterns in Holarcticpeat bog inhabiting oribatid mite (Acari: Oribatida) communities. Pedobiologia (2013) 56: 41–48 (doi.org); Patterns of oribatid mite species diversity: testing the effects of elevation, area and sampling effort. Experimental and Applied Acarology (2017) 72(3): 245–262 (doi.org); Oribatid mite communities along an elevational gradient in Sairme gorge (Caucasus). Experimental and Applied Acarology (2015) 66(1): 41–51 (doi.org); Species elevational richness gradient and species-area relationship in mountain vegetation of Javakheti highland (Georgia). Caucasiana (2023) 2: 127–135 (doi.org); Systematics and evolutionary history of large endemic snails from the Caucasus (Helix buchii, and H. goderdziana) (Helicidae). American Malacological Bulletin (2013) 31(2): 225–234 (doi.org)An Inverse Elevational Species Richness Gradient of Caucasian Vascular Plants and Encyrtidae (Hymenoptera, Chalcidoidea). Ecoscience (2017) 24(1–2): 75–79 (doi.org).

წყარო: ლევან მუმლაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი: faculty.iliauni.edu.ge


გააზიარე: