The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან მუმლაძე

ლევან მუმლაძე
Date of birth:23 February, 1983  (42 years)
Category:Biologist, Scientist, Explorer, Educator

Biography

დაბადების ადგილი ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2004 წელს, მაგისტრატურა 2006 წელს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტრანტურა და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი 2013 წელს. 

2003-2006წწ. მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის უხერხემლო ცხოვლეთა ლაბორატორიის ლაბორანტად; 2006-2010წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწედ; 2010-2015წწ. ილიას უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარად; 2015-2018წწ. ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად; 2018 წლიდან არის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2019 წლიდან იკავებს ილიას უნივერსისტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას; ლ. მუმლაძის სამეცნიერო კვლევით ინტერესებში შედის კავკასიის რეგიონის ცხოველთა სამყაროს ინვენტარიზაცია, ცხოველთა სისტემატიკა, ფილოგეოგრაფია, ინვაზიური ბიოლოგია, თანასაზოგადოებების ეკოლოგია და კონსერვაცია; გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში; 2022 წელს ილიას უნივერსიტეტის და საერთაშრის გამომცემლობა პენსოფტის თნამშრომლობის შედეგად დაარსა ჟურნალი, კავკასიის და მიმდებარე რეგიონების ბიომრავალფეროვნების კვლევების შესახებ - Caucasiana (caucasiana.pensoft.net) და იკავებს ჟურნალის მთავარი ედიტორის (რედაქტორის) პოზიციას.

წყარო: ლევან მუმლაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი: faculty.iliauni.edu.ge


Share: