The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ბაზაძე

ირაკლი ბაზაძე
Date of birth:7 October, 1986
Date of death:8 August, 2008  (at 21 years)
Burial location:სოფელ მახათურის სასაფლაო, საჩხერის მუნიციპალიტეტი
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მახათური, საჩხერის მუნიციპალიტეტი.

სკოლის დამთავრების შემდეგ, გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 2006 წელს კი შევიდა სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში; მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულში. 2008 წლის 7 აგვისტოს, ირაკლი ბაზაძე, მიავლინეს ცხინვალში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში. დაიღუპა 8 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან, პოზიციური ბრძოლებისას,  მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებული საჰაერო დაბომბვის დროს. დაკრძალული იყო მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ერთი თვის მერე დნმ -ის ანალიზით დადასტურდა, რომ ირაკლი ბაზაძე იქ იყო დაკრძალული. მოგვიანებით, მისი ნეშტი, მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.559

Awards and Honors

  • 2008 - მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული" (გარდაცვალების შემდეგ)
  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: