The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა აფციაური

შალვა აფციაური
დაბადების თარიღი:8 დეკემბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:2009  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღვევი, თეთრი წყაროს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1944 წელს.

მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ტყის ინსტიტუტის ტყის კულტურების განყოფილების ლაბორანტად; ამიერკავკასიის ტყეპროექტში ტაქსატორად; სხვადასხვა დროს ირჩევენ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ალკკ კომიტეტის მდივნად, საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორად; მონაწილეობა მიიღო ყაზახეთში ყამირი მიწების ათვისებაში; იყო ბრიგადირი; ხელმძღვანელობდა სტუდენტთა რაზმს; გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო-კვლევითი შრომა. მათ შორის ოთხი სახელმძღვანელო და სამი დამხმარე სახელმძღვანელო; შექმნილი აქვს საკუთრივ და თანაავტორებთან საქართველოს ძირითადი ტყის სახეობების მოცულობითი და სასორტიმენტო ცხრილები. ასპირანტი, დოცენტი, პროფესორი, დეკანი, კათედრის გამგე. დაჯილდოვებული იყო მრავალი მედლით.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.11; ეროვნული სატყეო სააგენტო: facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • სატყეო მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების სარევიზიო კომისია, თავმჯდომარე
  • სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო, წევრი
  • ჩოხოსანთა უხუცესთა საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი
  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს რესპუბლიკის საპატიო მონადირე
  • საქართველოს დამსახურებული პედაგოგი
  • საქართველოს დამსახურებული მეტყევე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: