Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა აფციაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ღვევი, თეთრი წყაროს რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1944 წელს. მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ტყის ინსტიტუტის ტყის კულტურების განყოფილების ლაბორანტად; ამიერკავკასიის ტყეპროექტში ტაქსატორად; სხვადასხვა დროს ირჩევენ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ალკკ კომიტეტის მდივნად, საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორად; მონაწილეობა მიიღო ყაზახეთში ყამირი მიწების ათვისებაში; იყო ბრიგადირი; ხელმძღვანელობდა სტუდენტთა რაზმს; გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო-კვლევითი შრომა. მათ შორის ოთხი სახელმძღვანელო და სამი დამხმარე სახელმძღვანელო; შექმნილი აქვს საკუთრივ და თანაავტორებთან საქართველოს ძირითადი ტყის სახეობების მოცულობითი და სასორტიმენტო ცხრილები. ასპირანტი, დოცენტი, პროფესორი, დეკანი, კათედრის გამგე. დაჯილდოვებული იყო მრავალი მედლით. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.11; ეროვნული სატყეო სააგენტო: facebook.com Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |