შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა აფციაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღვევი, თეთრი წყაროს რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1944 წელს. მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ტყის ინსტიტუტის ტყის კულტურების განყოფილების ლაბორანტად; ამიერკავკასიის ტყეპროექტში ტაქსატორად; სხვადასხვა დროს ირჩევენ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ალკკ კომიტეტის მდივნად, საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორად; მონაწილეობა მიიღო ყაზახეთში ყამირი მიწების ათვისებაში; იყო ბრიგადირი; ხელმძღვანელობდა სტუდენტთა რაზმს; გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო-კვლევითი შრომა. მათ შორის ოთხი სახელმძღვანელო და სამი დამხმარე სახელმძღვანელო; შექმნილი აქვს საკუთრივ და თანაავტორებთან საქართველოს ძირითადი ტყის სახეობების მოცულობითი და სასორტიმენტო ცხრილები. ასპირანტი, დოცენტი, პროფესორი, დეკანი, კათედრის გამგე. დაჯილდოვებული იყო მრავალი მედლით. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.11; ეროვნული სატყეო სააგენტო: facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |