შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა თავგორაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის რუსთავის საერო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამსახურმა მოუწია, როგორც დედისერთას, ჯარში წასვლა არ ეკუთვნოდა, მაგრამ თავისი ნებით წავიდა და მოიხადა სამხედრო ვალი. 1994 წლიდან 2 წელიწადი სოფელ მუხროვანის უშიშროების ნაწილში მსახურობდა, ჯერ შავნაბადის სპეცდანიშნულების სამსახურში იყო, ბოლოს ვაშლიჯვრის სპეცდანიშნულების ბატალიონში. სავალდებულო სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ, სპეცდანიშნულების დანაყოფ "ალფაში" გადაიყვანეს. 1999 წლის ნოემბერში ამერიკაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად წაიყვანეს, სადაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სწრაფი რეაგირების სპეციალური კურსები გაატარეს, ჩამოსვლისთანავე ანტიტერორისტულ დანაყოფში დაიწყო მუშაობა. სპეციალობით ამფეთქებელი იყო. 2005 წლიდან თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. კახა თავგორაშვილს კოდორიც მოვლილი ჰქონდა, ცხინვალშიც იყო ნამყოფი. დაიღუპა 2008 წლის 9 აგვისტოს, ცხინვალში "შანხაის" დასახლებაში, სნაიპერის ტყვიით. ლიცეუმი, რომელიც კახა თავგორაშვილმა დაამთავრა, მის სახელს ატარებს. სერჟანტი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.627 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |