Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახა თავგორაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის რუსთავის საერო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამსახურმა მოუწია, როგორც დედისერთას, ჯარში წასვლა არ ეკუთვნოდა, მაგრამ თავისი ნებით წავიდა და მოიხადა სამხედრო ვალი. 1994 წლიდან 2 წელიწადი სოფელ მუხროვანის უშიშროების ნაწილში მსახურობდა, ჯერ შავნაბადის სპეცდანიშნულების სამსახურში იყო, ბოლოს ვაშლიჯვრის სპეცდანიშნულების ბატალიონში. სავალდებულო სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ, სპეცდანიშნულების დანაყოფ "ალფაში" გადაიყვანეს. 1999 წლის ნოემბერში ამერიკაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად წაიყვანეს, სადაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სწრაფი რეაგირების სპეციალური კურსები გაატარეს, ჩამოსვლისთანავე ანტიტერორისტულ დანაყოფში დაიწყო მუშაობა. სპეციალობით ამფეთქებელი იყო. 2005 წლიდან თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. კახა თავგორაშვილს კოდორიც მოვლილი ჰქონდა, ცხინვალშიც იყო ნამყოფი. დაიღუპა 2008 წლის 9 აგვისტოს, ცხინვალში "შანხაის" დასახლებაში, სნაიპერის ტყვიით. ლიცეუმი, რომელიც კახა თავგორაშვილმა დაამთავრა, მის სახელს ატარებს. სერჟანტი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.627 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |