Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტარიელ ბახსოლიანი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს შრომის წითელი დროშის ორდენის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1957წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის ტყეთმოწყობის საწარმოში ინჟინერ-ტაქსატორად; ტყეთმოწყობის პარტიის უფროსად; 1960-1970წწ. თბილისის სატყეო ინსტიტუტში უფროს მეცნიერ მუშაკად; გორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის დირექტორად; 1973-2000წწ. საქართველოს სსრ საგეგმო კომიტეტის და შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს მთავარ მეტყევე ინჟინრად; 1997 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვასილ გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის მეცნიერ კონსულტანტის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ორი მონოგრაფია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაძვის ზეობის ტყის ტიპები, როგორც ტყის მეურნეობის ორგანიზაციის საფუძველი მთიან პირობებში", დაიცვა 1963 წელს. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.15
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |