The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ აბულაძე

ზურაბ აბულაძე
Date of birth:1976
Date of death:21 September, 1993  (at 17 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ზურაბ აბულაძე სამგორის სამხედრო კომისარიატში მივიდა და ომში წასვლის ნებართვა ითხოვა, არ წაიყვანეს, რადგან არასრულწლოვანი იყო. ბოლოს ის ჩაირიცხა "თეთრ არწივში" – მობილური ძალების მე-2 ბატალიონში. "თეთრი არწივის" მებრძოლები სოხუმში წინა ხაზზე იყვნენ, ვინც გადარჩა ისინი, გაგრაში გადაისროლეს მძიმე ტექნიკის გარეშე. გაგრის დაცემის შემდეგ "ავაზელებთან" ერთად იბრძოდნენ, იცავდნენ ოჩამჩირეს. სრულიად ახალგაზრდა მებრძოლს, ზურაბ აბულაძეს "თეთრ არწივში" ყველა იცავდა, 1993 წლის 21 სექტემბერს იგი დაიჭრა სოფელ ტამიშთან სხვა მებრძოლებთან ერთად, ბრძოლის ველიდან ვერ გამოაღწია. თბილისში არის ზურაბ აბულაძის სახელობის ქუჩა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.37-38


Share: