The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან გოცირიძე

ლევან გოცირიძე
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:29 ნოემბერი, 2020  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: კურორტი შოვი, ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1952 წელს.

1952 წლიდან მუშაობა დაიწყო ბორჯომის სატყეო მეურნეობის ტყის დაცვის ინსპექტორად; 1953-1956წწ. იყო კომკავშირის სამუშაოზე ბორჯომის რაიონული კომიტეტის მდივანი, პარალელურად მუშაობდა ბორჯომის სატყეო ტექნიკუმის სპეციალური საგნების მასწავლებლად; 1960-1966წწ. მუშაობდა ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორის მოადგილედ; 1966-1967წწ. ტყის დაავადებით წინააღმდეგ ბორჯომის სპეციალური ოპერატიული ჯგუფის უფროსად; 1968-1979წწ. ბაკურიანის სატყეო მეურნეობის დირექტორად; 1980-1999წწ. ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორად; 1993-1995წწ. ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის დაგეგმვა-დაარსების ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ბორჯომის რეგიონალური ჯგუფის ხელმძღვანელი; ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ნაკრძალის კვლევისა და მონიტორინგის უფროსის მოადგილედ; ბორჯომის რაიონის საზოგადოებრივი აზრის დარბაზის თავმჯდომარის მოადგილე, საპატიო თავმჯდომარე; სხვადასხვა წლებში იყო ბორჯომის სატყეო კოლეჯის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.27

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ბორჯომის საპატიო მოქალაქე
  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მეტყევე

გააზიარე: