| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან გოცირიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: კურორტი შოვი, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1952 წელს. 1952 წლიდან მუშაობა დაიწყო ბორჯომის სატყეო მეურნეობის ტყის დაცვის ინსპექტორად; 1953-1956წწ. იყო კომკავშირის სამუშაოზე ბორჯომის რაიონული კომიტეტის მდივანი, პარალელურად მუშაობდა ბორჯომის სატყეო ტექნიკუმის სპეციალური საგნების მასწავლებლად; 1960-1966წწ. მუშაობდა ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორის მოადგილედ; 1966-1967წწ. ტყის დაავადებით წინააღმდეგ ბორჯომის სპეციალური ოპერატიული ჯგუფის უფროსად; 1968-1979წწ. ბაკურიანის სატყეო მეურნეობის დირექტორად; 1980-1999წწ. ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორად; 1993-1995წწ. ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის დაგეგმვა-დაარსების ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ბორჯომის რეგიონალური ჯგუფის ხელმძღვანელი; ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ნაკრძალის კვლევისა და მონიტორინგის უფროსის მოადგილედ; ბორჯომის რაიონის საზოგადოებრივი აზრის დარბაზის თავმჯდომარის მოადგილე, საპატიო თავმჯდომარე; სხვადასხვა წლებში იყო ბორჯომის სატყეო კოლეჯის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.27 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

