The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაკარი მესხი

Other name:მაკარი ხახულელი
Date of birth:10??
Date of death:10??
Category:Religious leader

Biography

XI ს. დამდეგიდან ხახულის ლავრის წინამძღვარი. გიორგი მცირის მიხედვით 1019, როცა მცირეწლოვანი გიორგი (შემდგომ გიორგი მთაწმინდელი) ხახულში ჩაიყვანეს, "მიჰგუარეს იგი მამასა მაკარის, რომელი იგი მას ჟამსა ღირსებისათვის მისისა წინამძღვარი [იყო] დიდისა მის ლავრისაჲ ". უახლეს სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებით, მას უნდა "გადმოეკეთებია" პეტრე იბერის ასურული "ცხოვრება" ქართულად. აკად. ნ. მარს XIII–XIV სს. მოღვაწედ მიაჩნდა; კ. კეკელიძის დასკვნით, უფრო ადრე გვხვდება სხვადასხვა ძეგლში. სინას მთასა და პალესტინაში X ს. დასასრულს მოღვაწე ქართველთა შორის მაკარიც იხსენიება. სავარაუდოდ ის ხახულში დამკვიდრებამდე პალესტინაში მოღვაწეობდა, იქვე უნდა ემუშავა პეტრე იბერის "ცხოვრებაზე". საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი, როგორც ჩანს, ხახულის ლავრის წინამძღვრად აირჩიეს. ქართველი საეკლესიო მოღვაწე.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.470-471


Share: