The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პავლე გამცემლიძე

პავლე გამცემლიძე
Date of birth:5 June, 1920  (104 years)
Date of death:19??
Category:Public official, Engineer, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მაქათუბანი, ორჯონიკიძის რაიონი.

დაამთავრა ქ. ბორჯომის სატყეო ტექნიკუმი 1940 წელს; თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი, ტყის მეურნეობის ინჟინრის კვალიფიკაციით 1944 წელს; ქ. ბათუმის მარქსიზმ-ლენინიზმის საღამოს ორწლიანი უნივერსიტეტი 1953 წელს.

1944 წელს დაინიშნა ახალციხის რაიონის აწყურის სატყეოს მეურნეობაში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე; 1945-1947წწ. გადაყვანილ იქნა წყალტუბოს რაისატყეოს მეურნეობის დირექტორად; 1947 წლის ნოემბერში დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1950-1952წწ. სამმართველოს უფროსად; 1952 წლის დეკემბერში გადაყვანილ იქნა ქუთაისის ოლქის სატყეო მეურნეობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; 1966 წელს დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ; 1950 წლიდან არჩეული იყო საქართველოს ნებაყოფილობითი საზოგადოება "ბუნების მეგობრის" აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. მიღებული აქვს საპატიო სიგელები და ფულადი ჯილდოები. 

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.29

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკური გამგეობა, წევრი
  • საქართველოს რესპუბლიკური საბჭო, წევრი
  • საქართველოს რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმი, წევრი
  • ხე-ტყის დამუშავების პროფკავშირი, წევრი (1938-)

Awards and Honors

  • საპატიო სიგელი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: