Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა მამინაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1950 წელს. 1943–4194წწ. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; 1953–1956წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტსში და 1961–1965წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ახლანდელი სტუ); 1957–1960წწ. ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას მოსკოვში; 1960–1964წწ. იყო თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1964–1990წწ. ქალაქგეგმარების განყოფილების გამგე; მონაწილეობდა არქიტექტურის კონკურსებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპლექსი (1964), სადგურის მოედანი თბილისში (1965), თბილისის ცენტრი (1972, მესამე პრემია); ნამუშევრები: საცხოვრებელი რაიონი "დიღომი" (1962), სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპლექსი (1970), საცხოვრებელი მიკრორაიონი, "ბაგების" განაშენიანება (1972, სამივე თბილისი); რთულ რელიეფზე მაღალ და დაბალსართულიანი სახლების განაშენიანების ტექნიკური პროექტი (1972), 120-ბინიანი საცხოვრებელი სახლი ბაგებში (1977, თბილისი) და სხვ. ავტორია სამეცნიერო სტატიებისა არქიტექტურის დარგში. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.494 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |