Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ბანძელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბაჯითი, საჩხერის რაიონი. 1973 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, 1975 წელს, დაბრუნების შემდეგ მუშაობდა მაღაროში. 1977-1983 წლებში იმყოფებოდა ვოლგა-დონის მშენებლობაზე. 1992 წლის 27 დეკემბერს, როგორც რეზერვისტი გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს თემურ ბანძელაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში, მონაწილეობდა არაერთ რთულ და საპასუხისმგებლო საბრძოლო ოპერაციაში. დაიღუპა 1993 წლის 1 აპრილს შუქურას რაიონში მიმდინარე ბრძოლის დროს. სწრაფი რეაგირების კორპუსის სერჟანტი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.67 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |