The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ მანია

მიხეილ მანია
Date of birth:9 July, 1953  (71 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1976 წელს.

1976–1983წწ. მუშაობდა ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში (ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი) მეცნიერ თანამშრომლად. 1977–1979წწ. მივლინებული იყო ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში (მოსკოვი, ხელმძღვ. ა. შირიაევი), 1983 წლიდან მუშაობს ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 2008 წლიდან ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკის სტატისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1998–2018წწ. იყო გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი. არის სამეცნიერო ნაშრომების და სახელმძღვანელოების ავტორი. მისი სამეცნიერო კვლევები ეხება შემთხვევითი პროცესების თეორიას, ოპტიმალური მართვისა და გაჩერების ამოცანებს, ფინანსებისა და სადაზღვევო მათემატიკის საკითხებს. ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას; სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა პირველი საერთო სამაგისტრო გამოცდა საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საგამოცდო მოდელებისთვის შეფასების ალგორითმის შექმნასა (სასკოლო საატესტატო გამოცდებისათვის) და სკალირების მეთოდების შემუშავებაში (ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ / GAU Georgian American University: facebook.comსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.514


Share: