The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ბულკათი

მიხეილ ბულკათი
Date of birth:1928
Date of death:1993  (at 65 years)
Category:Engineer, Translator, Writer, Rail professional, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩორაქეული, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის საიჟინრო ინსტიტუტი.

დონეცკის რკინიგზაზე მუშაობის შემდეგ, 1956 წლიდან სამტრედის რკინიგზის განყოფილებაში მუშაობდა ინჟინრად. 1974-1985 წლებში სამტრედიაში ლიტერატურულ გაერთიანებას ხელმძღვანელობდა და ლიტერატურულ საღამოებსა და შეხვედრებს ატარებდა. თანამშრომლობდა რაიონულ და ცენტრალურ პერიოდულ პრესასთან. მიხეილ ბულკათის ეკუთვნის ოსურ ენაზე შესრულებული მრავალი პროზაული ნაწარმოები. მან ოსურ ენაზე თარგმნა კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა". მიხეილ ბულკათი სამტრედიაში გამართული კულტურის და ლიტერატურის ყველა ღონისძიების აქტიური მონაწილე იყო.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.96; ჩვენი მეგობარი ოსი პოეტი / ლევან გაბეჩავა // სამტრედიის მაცნე .-სამტრედია,2015.-30 სექტემბერი.-N27 (9171).-გვ.7; malkhazkokhreidze.wordpress.com

Bibliography


Share: