შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელდარ ლობჟანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი. დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტი 1955 წელს. 1955 წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში; 1958 წელს სანკტ-პეტერბურგში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1971 წელს სადოქტორო; 1968 წელს არჩეულია ანატომთა საერთაშორისო ასოციაციის საბჭოსა და მისი ბეჭდვითი ორგანოს ("IAWA JOURNAL") სარედაქციო კოლეგიის წევრად (ნიდერლანდები); 1992 წლიდან არის მერქნმცოდნეობის საერთაშორისო მაცნიერებათა აკადემიის (აშშ) და საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტში ანატომია-ფიზიოლოგიისა და მერქანმცოდნეობის განყოფილების გამგედ, 1980 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; 1996 წლიდან შეთავსებით მუშაობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კახეთის ფილიალში ბიოლოგია-ეკოლოგიის კათედრის გამგედ და ბიო-სამედიცინო ფაკულტეტის დეკანად. მისი ხელმძღვანელობით მრავალ მეცნიერს აქვს დაცული საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ბიოლოგიისა და ეკოლოგიის სფეროში გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და 140 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 20-ზე მეტი ამერიკულ სამეცნიერო გამოცემებში. მისი ნაშრომები ციტირებულია როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ისე ფრანგულ, გერმანულ, ჩეხურ, ბულგარულ, ჩინურ სპეციალურ ლიტერატურაში და ამერიკაში გამოცემულ სახელმძღვანელოებში. 1978 წელს ოქსფორდის (ინგლისი) და 1983 წელს არიზონის (აშშ) უნივერსიტეტებმა თარგმნეს და გამოსცეს მისი ნაშრომები დენდროქრონო-კლიმატოლოგიის პრობლემებზე. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.57 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |