Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ გაგუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. მუშაობდა თბილისის ელექტროქურების გაშვება-გამართვისა და კაპიტალური შეკეთების სამმართველოში უბნის უფროსად. იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაირიცხა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ბატალიონში (მეორე საარმიო კორპუსის ცალკეული ქიმიური დაცვის ბატალიონი). იყო მეთაურის მოვალეობის შემსრულებლი. 1993 წლის 21 სექტემბერს სოხუმში სოფელ ბირცხაზე შემოტევის დროს მოხვდა ალყაში, ტყვედ ჩავარდნას ოთარ გაგუამ სიკვდილი არჩია და მოახლოებულ მტერს გახსნილი ყუმბარით დახვდა. დაკრძალული იყო სოხუმში, კურჩენკოს პარკში. 2022 წლის 7 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენეს 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დაღუპული 3 სამოქალაქო პირის - გიორგი ჯოხაძის, ოთარ თუთისანის, იური მაჭარაშვილის და 8 მებრძოლის ოთარ გაგუას, რევაზ კვარაცხელიას, ვახტანგ ხოჯანაშვილის, ბიძინა უშხვანის, ზვიადი უშხვანის, ბორის ბერულავას, ფრიდონ (სპირიდონ) თირქიას, და ხვიჩა დეკანოსიძის ნეშტები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.104; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |