The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ მაჩაიძე

ვასილ მაჩაიძე
Date of birth:2 February, 1929  (96 years)
Category:Public official, Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი თონეთი, თეთრიწყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის საბუღალტრო ტექნიკუმი 1948 წელს; სოფელ საგურამოს კოლმეურნეობის თავმჯდომარეობის სკოლა 1956 წელს; სწავლობდა დაუსწრებლად საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე.

1942 წლიდან სამამულო ომის პერიოდში იყო სოფლის კოლმეურნეობის მეცხოველეობის მწყემსი; 1950-1953წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიაში; 1958-1962წწ. იყო მანგლისის ზონის გაერთიანებული საბჭოთა მეურნეობის დირექტორის მოადგილე; 1962-1966წწ. მანგლისის სატყეოს უფროსი; 1966-1969წწ. დმანისის რაიონის სატყეო მეურნეობის დირექტორი; 1969-1973წწ. თეთრიწყაროს სატყეო მეურნეობის დირექტორი; 1973-1975წწ. მუშაობდა სატყეო მეურნეობის სამინიტროში უფროს ინჟინრად; 1975-1978წწ. იყო გორის საცდელ-საჩვენებელი მეურნეობის დირექტორი; 1978-1984წწ. მუშაობდა სატყეო ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი მეურნეობის მთავარ მეტყევედ, ამავდროულდ სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას. 1984 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოზე გამწვანების განხრით. 

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.72


Share: