Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე მაყაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. 1872 წლიდან მსახურობდა ჯარში ოფიცრად. 1877–1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის, 1904–1905წწ. რუსეთ-იაპონიის ომების მონაწილე. პრაპორშჩიკის ჩინით ხელმძღვანელობდა გურიის ქვეითი რაზმის ასეულს. 1901–1907წწ. მსახურობდა 65-ე სარეზერვო საარტილერიო ბრიგადაში. 1904 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1907 წელს დაინიშნა გროზნოს 253-ე სარეზერვო ბატალიონის, ხოლო შემდგომ ახულგოს 250-ე სარეზერვო ბატალიონის მეთაურად. როგორც სამხედრო მწერალი, ავტორია წიგნებისა სამხედრო ისტორიის შესახებ. 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. იქვე გარდაიცვალა. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1907). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 593-594 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |