Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით მგელიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა თიანეთი. დაამთავრა თბილისის შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი, წარმოების ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობით 1996 წელს; თიანეთის მრავალდარგოვანი კოლეჯი საგზაო პოლიციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საქმინაობის სპეციალობით 1998 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს. 1996-1999წწ. - თიანეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს ეკონომისტი; 1999-2001წწ. - თიანეთის რაიონული სასამართლოს წამყვანი სპეციალისტი; 2001-2002წწ. - თიანეთის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივანი; 2002-2006წწ. - თიანეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2006-2007წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2007-2010წწ. - ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2008-2010წწ. - მივლიების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში; 2010-2013წწ. - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2013-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2017-2023წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2023 წლის აპრილიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |