Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო ტუღუში![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959 წელს სამუშაოდ გაანაწილეს თბილისის სატყეო ინსტიტუტის აფხაზეთის სატყეო საცდელ სადგურში, ოჩამჩირის რაიონში; 1966 წლამდე მუშაობდა უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1987 წლამდე სადგურის დირექტორად; 1987-1990წწ. ეკოლოგიის ლაბორატორიის გამგედ; 1990 წლის თებერვალში გდმოიყვანეს თბილისში ვასილ გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტში, სადაც ჯერ ასრულებდა სელექციის და ინტროდუქციის ლობორატორიის გამგის, შემდეგ კი წამყვანი მეცნიერ თანამშრომლის მოვალეობას; 1990 წლის პირველ აგვისტოს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის წამყვან მეცნიერ თანამშრომლად; 1966 წელს ბაქოში, ბოტანიკის ინსტიტუტში, აკად. ვასილ გულისაშვილის ხელმძღვანელობით, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აფხაზეთის წაბლნარების გაუმჯობესების საკითხებზე; 1975 წელს უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაამტკიცა უფროს მეცნიერ თანამშრომლის წოდებაზე. გამოაქვეყნა 70-ზე მეტი სამეცნიერო შრომა. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელის ორი სიგელი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.100 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |