Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფრანჩესკო-მარია მაჯო![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პალერმო, იტალია. 1637 წელს ჩამოვიდა ავიტაბილეს მოწვევით საქართველოში და რვა წლის განმავლობაში მოღვაწეობდა თავდაპირველად გორში, შემდეგ – სამეგრელოში, ძირითადად კი – გურიაში. 1643 წელს რომში ლათინურ ენაზე გამოსცა ნაშრომი "თხზულება აღმოსავლური ენების შესახებ, რომლებიც საქართველოს მხარეებში იხმარება" (მეორე გამოცემა 1670). წიგნის პირველი ნაწილი არის "...ქართული, ანუ იბერიული სასაუბრო ენის გრამატიკული წესები" ("... Georgianae, seu Iberiae vulgazis linguae – Institiones grammaticas"). გრამატიკული ნაწილი შედგება ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსისა და პროსოდიისაგან. იგი იწყება ქართული ანბანით (ასოები და ასოთა სახელები) შესაბამისი ლათინური ტრანსლიტვრებითურთ, რომლებიც შექმნილია ქართული ბგერების თვისებათა გათვალისწინებით. ავტორი ემყარება ს. პაოლინისა და ნ. ირბაქის (ნ. ჩოლოყაშვილი) ტრანსლიტერაციის წესებს. XVII–XVIII სს. ევროპელი მეცნიერები ქართულ ენას მისი ნაშრომით ეცნობოდნენ. თეატინელი ბერი, მისიონერი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 628; მედია მაუწყებელი EXCLUSIVETV.GE : exclusivetv.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |