შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ზარქუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოხურეი, ოჩამჩირის რაიონი. სამხედრო-სავალდებულო მოიხადა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, შემდეგ დაამთავრა აჩიგვარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 1992 წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონის პირველ ასეულში ათმეთაურად. იგი მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში სოფლების ოხურეის, მერკულასა და ფოქვეშის მიმართულებით. 1992 წელს კოჩარის ტერიტორიაზე მომხდარი შეტაკების დროს, იური ზარქუა ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელსაც ნაღმებისგან უნდა გაეწმინდა ტერიტორია, დავალების შესრულების დროს დაიჭრა და ჰოსპიტალში მიყვანამდე გარდაიცვალა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.176; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |