შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო მგელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯურუყვეთი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს. 1942–1944წწ. იყო გალის რაიონის საბჭოთა მეურნეობა "კოხორის" ამბულატორიის გამგე; 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ კურორტოლოგიის ინსტიტუტის აფხაზეთის ფილიალში; 1955 წლიდან იქვე ხელმძღვანელობდა კლინიკურ განყოფილებას. იკვლევდა საკურორტო ფაქტორების გავლენას სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობასა და მკურნალობაზე. დაადგინა მთის ფაქტორებისა და ნახშირმჟავა აბაზანების დადებითი მოქმედება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969), ექიმი-კურორტოლოგი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 633 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |