Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო მგელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯურუყვეთი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს. 1942–1944წწ. იყო გალის რაიონის საბჭოთა მეურნეობა "კოხორის" ამბულატორიის გამგე; 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ კურორტოლოგიის ინსტიტუტის აფხაზეთის ფილიალში; 1955 წლიდან იქვე ხელმძღვანელობდა კლინიკურ განყოფილებას. იკვლევდა საკურორტო ფაქტორების გავლენას სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობასა და მკურნალობაზე. დაადგინა მთის ფაქტორებისა და ნახშირმჟავა აბაზანების დადებითი მოქმედება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969), ექიმი-კურორტოლოგი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 633 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |