Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯონდო თაბაგარი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი რგანი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა ჭიათურის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი ხარატის სპეციალობით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. მუშაობდა ჭიათურის მაღაროში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რეზერვისტი ჯონდო თაბაგარი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. ის ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო ბატალიონში. სერჟანტი ჯონდო თაბაგარი 1993 წლის 23 ივლისს შრომა-ახალშენის მიდამოებში უთანასწორო ბრძოლის დროს თავის ტანკის ეკიპაჟის წევრებთან ერთად გმირულად დაიღუპა. დიდი ძალისხმევის შედეგად, მისი ცხედარი ტყვე ჯარისკაცში გაცვალეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.181-182
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |