Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ კალატოზიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. მუშაობდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ერეთისკარის სკოლაში მასწავლებლად. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ გაიარა საკვალიფიკაციო კურსები და თადარიგის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. 1974-1976 წლებში მუშაობდა ცენტრალურ არქივში უფროს მეცნიერ-მუშაკად, შემდეგ იყო გაერთიანებას "საქკინოვიდეოს" უფროსი ინსპექტორი, 16 წელი აქტიურად მონაწილეობდა ქართველ კინემატოგრაფისტთა საქმიანობაში. ხშირად აქვეყნებდა პრესაში სტატიებს ამ სფეროს პრობლემებზე. დაწერილი ჰქონდა 100 ლექსი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ჩაეწერა დივიზია "თბილისელის" ოფიცრად, იბრძოდა აფხაზეთში. დაიღუპა 1992 წლის 7 დეკემბერს სოფელ კოჩარაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.217
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |