შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან მალანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წარჩე, გულრიფშის რაიონი. სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური, შემდეგ დაამთავრა ზედა ეწერის ტექნიკუმი და სოხუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს იბრძოდა კოჩარაში, ცაგერაში, სოხუმში, ბოლოს საკუთარ სოფელს-წარჩეს იცავდა. სოხუმის დაცემის შემდეგ თავის რაზმთან ერთად პარტიზანულ ბრძოლას აწარმოებდა. დაიღუპა 1994 წლის აპრილში 4 თანამებრძოლთან ერთად ერთ-ერთ საბრძოლო დავალების შესრულების დროს ოჭაკის ტყეში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.288
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |