Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფირუზ მოსიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. 1970-1972 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური ქ. ვოლგოგრადში, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში, მიღებული აქვს მრავალი მადლობა და სიგელი, დაჯილდოებული იყო პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებით, იყო პირველი თანრიგის სპორტსმენი. 1974-1980 წლებში სწავლობდა კრასნოდარის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, 1992 წლის აგვისტოში, ჩაირიცხა 23-ე მექანიზებული ბრიგადის გულრიფშის 6-ე სატანკო ბატალიონში. დაიღუპა 1993 წლის 4 ივლისს გუმისთასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.323
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |