Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ლურსმანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ტბა, ბორჯომის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მყარი სხეულის ფიზიკის სპეციალობით 1954 წელს. მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში; 1969 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ძებნა-ძიების გეოფიზიკის მეთოდების კათედრაზე (დოცენტი, პროფესორი). მონაწილეობდა სომხეთში სპიტაკის რაიონში მომხდარი მიწისძვრის პრობლემების კვლევაში (1988). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომელთა უმეტესობა შეეხება კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში მიწისძვრების პროგნოზირებას, სეისმური ტალღების მოდელირებას, გეომაგნიტური ქარიშხლების განმეორებადობას. გეოფიზიკოსი, დოქტორი (1998), პროფესორი (1999). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.445 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |