The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა ლელაშვილი

მანანა ლელაშვილი
Other name:მონოზანი ანასტასია
Date of birth:1 January, 1952
Date of death:25 December, 2011  (at 59 years)
Category:Historian, Educator, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, კასპის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1972 წელს.

მუშაობა დაიწყო ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში (დღეს ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი), ეთნოგრაფიის განყოფილებაში. 2004 წელს იგი თბილისის ფერიცვალების დედათ მონასტერში ეკურთხა მონოზვნად და ეწოდა სახელი ანასტასია. 2011წ. 25 დეკემბერს იგი ამავე მონასტერში აღესრულა. მონაზონი ანასტასია (მანანა) ლელაშვილი ინსტიტუტში მისვლისთნავე შეუდგა საველე ეთნოგრაფიულ და სამეცნიერო საქმიანობას. მან სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროდ აირჩია ქართული მებოსტნეობა-მემინდვრეობის ისტორია. ამ საკითხს მან რამდენიმე სტატია მიუძღვნა: დედოფლის დელიკატესი, სოფლის ცხოვრება, 1988, 29 დეკემბერი. ნაშრომი ეხება წიწაკის ქართულ წარმოშობას; საბოსტნე მცენარეულის ისტორიიდან, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 1987, ტ.127, N1 (რეზიუმე რუსულ და ინგლისურ ენებზე); ბოსტნეულ კულტურათა კლასიფიკაციისთვის, კრ. მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის მიძღვნილი აკადემიკოს გ. ჩიტაიას 100 წლისთავისადმი, XXIV, 2001; მებოსტნეობის კულტურულ-ისტორიული ტრადიციები საქართველოში, კრ. "ოჩხარი", 2002 (რეზიუმე ინგლისურ ენაზე) და სხვა. მონოზანი ანასტასია (მანანა) ლელაშვილი აღკვეციდან გარდაცვალებამდე თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში სასულიერო სემინარიის აბიტურიენტებს საქართველოს ისტორიას ასწავლიდა.

წყარო: ნინო ღამბაშიძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.


Share: