Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე მენაბდე-ჯობაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნებათმცოდნის კვალიფიკაციით 1983 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის კვალიფიკაციით 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურა 1987 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2009 წელს. 1988 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1988-2006წწ. პოლიტეკონომიის კათედრა, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი; 2006-2017წწ. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, ასისტენტ პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; ორმოცდაცხრა სამეცნიერო ნაშრომის (სტატიის), ორი სახელმძღვანელოს თანაავტორი და ორი მონოგრაფიის ავტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული ოცდაცხრა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციაში; არის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისთვის ათზე მეტი სილაბუსის ავტორი. ეკონომიკის დოქტორი (2009). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |